მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 12 » Bermuda Triangle
15:15
Bermuda Triangle

სიკვდილის სამკუთხედი", ”ავბედითი ზღვა”, ”ატლანტის სასაფლაო”

- ამ ადგილს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. აქ ხან მდუმარე, საიდუმლოებით მოცული შტილია, ხანაც - მრისხანე შტორმი. ”ეკიპაჟმა წყალზე უცნაური მანათობელი ლაქები შეამჩნია!” - ეს ჩანაწერი სანაოსნო წიგნაკში ქრისტეფორე კოლუბმა გააკეთა. უცნაურ ციალს ქაფიან წყალზე ამ მიდამოებში დღესაც ხედავენ. მოჭარბებული ნათება დროდადრო კოსმოსიდანაც შეიმჩნევა. მორევი და უეცარი ქარბობალა, ლოკალური ავდარი, გოფსტრიმის დინება, წყალქვეშა კანიონები, რომლებიც სანავიგაციო რუქაზე დღემდე ვერ დაუტანიათ... აქ აპარატურა დროებით დუმდება, აცეკვებული კომპასის ისარი კი მცდარ მიმართულებას უჩვენებს და მფრინავებს და ზღვაოსნებს თავგზას უბნევს. ეს საზარელი კატასტროფების მიზეზი ხდება. აქ მუცელამოტრიალებულ თევზებსაც ნახავთ. აქ ვერც წყლის ბინადარნი დაცურავენ უშფოთველად... ”უბედურების ზონა” ფლორიდას, პუერტო-რიკოსა და ბერმუდის კუნძულებს შორისაა მოქცეული. მას ”ბერმუდის სამკუთხედი” ჰქვია... 


ისტორია
პირველად ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების" შესახებ ახსენა Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა, 1950 წელს მან უწოდა ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა". „ბერმუდის სამკუთხედის" შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ითვლება ვინსენტ გლადისი. მან 1964 წელს სპირიტიზისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი".

XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი", რომელშიც შესული იყო ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები. წიგნი გახდა ბესტსელერი და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორია ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ გახდა განსაკუთრებით პოპულარული. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში გადმოცემული იყო არასწორად.

1975 წელს ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა", რომელშიც მან შეეცადა იმის დამტკიცება, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტევისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც გამოავლინეს მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.

შემთხვევები ბერმუდის სამკუთხედში
თეორიის მომხრეები საუბრობენ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი მოხდა ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19)
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის" ტიპის ხუთი ბომბდაშენი–ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ–ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ასევე ვერ იპოვეს.

ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს–და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის", „ჩვენ ვეშვებით თეთრ წყ**ბში".

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს.

დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან დაკარგა ორიენტირება და მას გაუფუჭდა ორივე კომპასი. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი იმყოფება ფლორიდა–კისის კუნძლების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად. რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში.

რამოდენიმე ხანში ტეილორმა გადაწყვიტა გაფრენა დასავლეთის მხარეს, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში თავდებოდა საწვავი. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი იყვნენ შეეცადათ დასხდომის განხორციელება წყალზე. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში მაშინ მყოფი გემების სიტყვებით, იყო ძალზედ აბობოქრებული.

ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად გაგზავნეს სხვა თვითმფრინავები და ერთ–ერთი მათგანი – ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი" – ასევე უკვალოდ გაუჩინარდა.კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გააჩნდათ გარკვეული ნაკლოვანება, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ საწვავის ორთქლები აღწევდნენ კაბინაში და საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა მომხდარიყო აფეთქება. „გეინე მილსის" (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა თქვა, რომ იგი თვალს ადევნებდა აფეთქებას და ნამსხვრევებს, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე აღმოაჩინა ზეთის ლაქა.

სატვირთო გემი „სანდრა"
ეს შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ სწორედ იგი გახდა 1950 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი.

გემი, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, რის შედეგადაც ჩაიძირა სხვა გემებიც. „სანდრას" ძებნის პროცესი დაიწყო გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში, როდესაც გემი არ მივიდა დანიშნულების პორტში. ადამიანთა გვამები გემის მსგავსად ვერ იპოვეს.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 734 | დაამატა: system | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]