”სიკვდილის სამკუთხედი", ”ავბედითი ზღვა”, ”ატლანტის სასაფლაო” - ამ ადგილს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. აქ ხან მდუმარე, საიდუმლოებით მოცული შტილია, ხანაც - მრისხანე შტორმი. ”ეკიპაჟმა წყალზე უცნაური მანათობელი ლაქები შეამჩნია!” - ეს ჩანაწერი სანაოსნო წიგნაკში ქრისტეფორე კოლუბმა გააკეთა. უცნაურ ციალს ქაფიან წყალზე ამ მიდამოებში დღესაც ხედავენ.